ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატსა და პრეზიდენტს ბუშს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი


სენატსა და პრეზიდენტს ბუშს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავებისა და გასამართლების საკითხში.

თხუთმეტი ხმით ცხრის წინააღმდეგ სენატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმაზე მეტ იურიდიულ უფლებებს ითვალისწინებს ტერორიზმში ეჭვმიტანილ დაკავებულთათვის, ვიდრე ამას პრეზიდენტი მოითხოვს.

ამ კანონპროექტის სპონსორები არიან სამი რესპუბლიკელი სენატორი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ უორნერი. ბატონმა უორნერმა ჩვენთან საუბარში მინიშნება გაააკეთა იმის თაობაზე, რომ კომპრომისის მიღწევა ამ კანონპროექტის ირგვლივ გამორიცხული არ არის, მაგრამ როგორც მას მიაჩნია თეთრი სახლის მიდგომა ამ პრობლემისადმი ვერ მოთავსდება იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რომლებიც თავის დროზე ასშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჩამოაყალიბა.


XS
SM
MD
LG