ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემების თანახმად იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებსაც კრახი ემუქრებათ 2003 წელს 17-იდან წელს 26-მდე გაიზარდა


ამ სახელმწიფოებში დაახლოებით ხუთასი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარის მიღმაა. დოკუმენტის თანახმად სწორედ ამგვარ სახელმწიფოებში პოულობენ თავშესაფარს ტერორისტები, იარაღის კონტრაბანდისტები და ნარკობარონები. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მდგომარეობა უარესდება ამგვარი სახელმწიფოების წარმოჩენა არამარტო რეგიონალურ არამედ მსოფლიოს სტაბილობას უქმნის საფრთხეს. ანგარიშის მთავარი ავტორია სონია კარვალიო. აი რა თქვა მან ჩვენთან საუბარში:

-”ამ ქვეყნებს უზარმაზარი პრობლემები აქვთ სიღატაკესთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უმძიმესი შედეგები მოუტანოს არამარტო თვით ამ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ სახელმწიფოებსაც. ასე რომ ჩემის აზრით, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავხუჭოთ თვალები ამ მდგომარეობაზე. “

სიაში შეყვანილია 26-ი სახელმწიფო. მათ შორის ავღანეთი, ჰაიტი, სომალი და სუდანი. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 26-იდან რვა სახელმწიფოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაშვებულ მინიმუმზე ბევრად ნაკლებია, ამას გარდა გასულ წელს ამ სახელმწიფოებში კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი.

მსოფლიო ბანკმა ოთხი მილიარდი დოლარი სესხის სახით გამოჰყო ამ სახელმწიფოებისათვის 2003-დან 2005-თ წლამდე. როგორც ქალბატონმა კარვალიომ გვითხრა დონორმა სახელმწიფოებმა დიდი დახმარება გაუწიეს იმ სახელმწიფოებს, რომლბშიც კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი. მისი აზრით ახლა საჭიროა ყურადღების გადატანა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა განათლება, სოფლის მეურნეობა და ჯანმრთელობის დაცვა.

XS
SM
MD
LG