ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ირანს მოუწოდებს, ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან


ჩინეთი ირანს მოუწოდებს, ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა მშვიდობიანად მოგვარდეს ეს პრობლემა. დღეს პეკინში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა განაცხადა, რომ მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია და პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება ყველას ინტერესებში უნდა იყოს. მისი თქმით

-“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს მოთმინება და სიმშვიდე გამოავლინონ, რათა გამოვნახოთ ამ მდგომარეობსი მოგვარების გზები.”

ჩინეთსა და რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ. ორივე სახელმწოფო ეწინააღმდეგება აშშ-ის ძალისხმევას სანქციები შემოიღონ ირანის წინააღმდეგ.


XS
SM
MD
LG