ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ ახალი დიალოგის დასაწყებად. მისივე განცხადების თანახმად პრეზიდენტს სჯერა, რომ გაერო არ დაუწესებს ირანს სანქციებს, რადგანაც ამ უკანასკნელს თეირანზე სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
აშშ-ი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ირანს უნდა დაუწესონ სანქციები, რათა მან იგნორირება მოუხდინა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანისადმი დადგენილ ვადას, რომელიც 31 აგვისტოს ამოიწურა და რომელიც ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას ითვალისწინებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას წამყვან სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ იორკში შეიკრიბებიან, რათა ირანის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე იმსჯელონ.
-“ჩვენ კონსულტაციები უნდა ვიქნიოთ ამ საკითხის ირგვლივ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ რა სახის რეზოლუციას მივიღებთ. ჩატარდება საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი. თუ თეირანი მიიღებს გადაწყვეტილებას ურანის გამდიდრების პროცესისი შეჩერებაზე და მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე, თუ რაც ახლა ხდება, ეჭვი მეპარება, რომ შესაძლებელი გახდება მოვლენების ამ კალაპოტში ჩაყენება.”
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებულმა შონ მაკკორმაკმა გვითხრა ირანს სურს დიპლომატიური პროცესები გამოყენებით დრო მოიგოს და თავიდან აიცილოს გაეროს მიერ სანქციების დაწესება.
-“ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ირანელები ამ ხერხს მიმართავენ. მათ უბრალოდ დროის გაყვანა სურთ. ჯერ მოლაპარაკება უნდა ჩატარებულიყო დღეს. უკანასკნელ მომენტში ეს მოლაპარაკება გაუქმდა. ახლა ალბათ ისევ ახალ მოლაპარკებებს მოითხოვენ და აშ და აშ. ამას წერტილი უნდა დაესვას. თეირანმა უნდა შეიგნოს ის, რომ მას საკმარისი დრო მიეცა გადაწყვეტლების მისაღებად და დროა მოქმედებას მიმართოს”.