თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ტონი სნოუმ განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა უნდა დაადგინონ ის თუ რას გულისხმობს ირანი გუშინ ერაყისათვის შეთავაზებულ დახმარებაში. “შეერტებული შტატების რწმენით, ყველაზე დიდი დახმარება ის იქნებოდა, რომ ირანს ერაყში მოქმედი სეპარატისტებისა და ტერორისტებისათვის დახმარება შეეწყვიტა”. დაამატა ბატონმა სნოუმ.
სამი თვის წინ, ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალმა, გენერალმა ქეისიმ, ირანს ბრალი დასდო ერაყის შიიტი ექსტრემისტებისათვის იარაღის მიწოდებასა და მათ წვრთნაში.
შეგახსენებთ, რომ დახმარების წინადადებით ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, გუშინ თეირანში ვიზიტით მყოფ ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიკის მიმართა.