ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბუშს მიაჩნია, რომ 11-ი სექტემბრის მოვლენების შემდეგ მსოფლიო მკვეთრად შეიცვალა


დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკელები პატივს მიაგებენ 2001 წლის 11-ი სექტემბრის ტერაქტებში დაღუპულთა ხსოვნას. პრეზიდენტმა ბუშმა ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო სამგლოვიარო ცერემონილაში მიიღო მნაწილეობა, რომელიც ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათსა და სამ წუთზე დაიწყო, ანუ ზუსტად იმ დროს როდესაც ხუთი წლის წინ ტერორისტებმა სამგზავრო ავიალაინერი შეაჯახეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე ცათამბჯენს.

ცერემონიაში მონაწილეები იმ ადგილას შეიკრობნენ, სადაც ეს ცენტრი იყო განლაგებული. ცერემონიის დროს ხმამაღლა წაიკითხეს იმ 2749 კაცის სახელები და გვარები, რომლებიც ამ ტერაქტებში დაიღუპა. პრეზიდენტი ბუში მონაწილეობას იღებს პენტაგონში დაგეგმილ სამგლოვიარო ცერემონიალში, ისევე როგორც პენსილვანიაში, სადაც გატაცებული ავიალაინერი ჩამოვარდა. პრეზიდენტი ბუში დღეს საღამოს სატელევიზიო მიმართვით გამოვა.

ენბისისადმი მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ დღეს აშშ-ი ჩართულია იდეოლოგიურ ბრძოლაში, რომელიც ძალზე წააგავს ცივ ომს და რომ მისი უმთავრესი ამოცანაა დაიცვას ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება. როგორც პრეზიდენტმა თქვა ვერავინ წარმოიდგენდა იმ დღებში, რომ ამ მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ 150 000 სამხედრო მოსამსახურე ჩაებმებოდა ბრძოლებში ავღანეთსა და ერაყში, მაგრამ როგორც მან თქვა ის მიზანდასახულობა, რომელიც საჭირო იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ომის წარმოებისათვის უკვე ნათლად ჩანდა ამერიკელებში.

-“მე კარგად მესმოდა ის, რომ ჩვენი ერი ერთ მუშტად უნდა შეკრულიყო. ისიც კარგად ვუწყოდი, რომ საქმე გვქონდა მკვლელებთან, რომელთა მსგავსი დიდი ხანია არ გვენახა. “

როგორც ჯორჯ ბუშნმა აღნიშნა ხუთი წელი გავიდა 11-ი სექტემბრის მოვლენებიდან და ამერიკის უსაფრთხოება კიდევ უფრო განმტკიცდა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამერიკის ტერორისტული საფრთხისაგან დაცვისათვის საჭიროა ზიზღის იდეოლოგიის იმედის იდეოლოგიით დამარცხება.


XS
SM
MD
LG