ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პირველი კონტიგენტი ლიბანში ჩავიდა


საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პირველი კონტიგენტი უკვე ჩავიდა ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. 200 ფრანგი ჯარისკაცი დღეს ბეირუთის პორტში გადასხდა. ისრაელის განცხადებით ის ჯარებს მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანს ლიბანიდან რაც გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობა რამდენიმე ათას ჯარისკაცს მიაღწევს. პარასკევს ისრაელმა გააუქმა ლიბანის საზღვაო ბლოკადა რომელიც ჰეზბოლასთან ომის დაწყების შემდეგ იყო დაწესებული. ლიბანის საჰაერო ბლოკადა ისრაელმა კიდევ უფრო ადრე, ხუთშაბათს გააუქმა.
XS
SM
MD
LG