ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ს ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოვიდა


ბატონი ხატამი ვაშინგტონში მიიწვია ეროვნული საკათედრო ტაძრის ცენტრმა, რომელიც მსოფლიოში სამართლიანობისა და შერიგებისათვის იღწვის. მის სიტყვაში ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანმა თავის დროზე ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას და აქედან გამომდინარე იგი მთლიანად უნდა დაემორჩილოს ამ ხელშეკრულების დებულებებს.

ბატონმა ხატამიმ გააკეთა მოწოდება მასობრივი მოსპობის იარაღების სრულიად განადგურების თაობაზე. გაერთიანებული ერაბის ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ირანს მოსთხოვა ურანის გამდიდრების პროცესის 31-ტ აგვისტომდე შეწყვეტა, რაზეც თეირანისაგან უარი მიიღო, რადგანაც როგორც ირანის მთავრობას მიაჩნია ეს პროცესი მას მშვიდობიანი ბირთვული მიზნებისათვის ესაჭიროება. ყოფილმა პრეზიდენტმა ხატამიმ აღნიშნა, რომ მხარეებმა უნდა იღვაწონ რათა დასძლიონ ის უნდობლობა, რომელიც დღეს არსებობს დასავლეთსა და ირანს შორის:

“-სანამ დიალოგს დავიწყებდეთ უარი უნდა ვთქვათ მუქარებზე ერთმანეთის მიმართ” - განაცხადა ბატონმა ხატამიმ.”

რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას ბატონმა ხატამიმ აღნიშნა:

“ -ჩვენ გამოსავალს ვეძებთ. მოლაპარაკების პროცესში არ არის გამორიცხული, რომ ირანი დათანხმდეს ურანის გამდიდრების პროცესის დროებით შეჩერებაზე. იმაზე, თუ რა სახის იქნება ეს გადაწყვეტილება და კონკრეტულად როდის შეიძლება იგი განხორციელდეს.”

ეპისკოპალური ეროვნული საკათედრო ტაძრის შორიახლოს მასობრივი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. აქციაში მონაწილენი ხატამის ვიზიტს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ირანის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაჰნაზ აფკამი. აი რა გვითხრა მან ირანის ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ ხატამის შესახებ:

“-ხატამიმ დიქტატორული, სასტიკი რეჟიმი ისე წარმოუდგინა საერთაშორისო საზოგადოებრიობას თითქოს იგი რაღაც დემოკრატიული ნიშნების მქონე სისტემა იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატამის დროს ყველაზე მეტი ჟურნალისტი გამოამწყვდიეს ციხეებში, ყველაზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს და სხვა რიგ მოაზროვნეთა მიმართ განხორციელდა ყველაზე ფართე მასშტაბის რეპრესიები.”

დასავლეთში ზოგი ხატამის როგორც რეფორმისტს ისე აღიქვავს. იგი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩამოვიდა 1979 წლის შემდეგ, კერძოდ მას შემდეგ რაც ირანელმა რადიკალებმა თეირანში აშშ-ში ამერიკის საელჩო დაარბიეს. ამ წუთებში ხატამი ნიუ იორკში იმყოფება, ხოლო ზეგ კი იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოვა სიტყვით.

XS
SM
MD
LG