ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ საიდუმლო ციხეების არსებობას აღიარებს


აღიარება პირველად მოხდა. ციხეების არსებობამ, შარშან შეერთებულ შტატებსა და მის ზოგიერთ ევროპელ მოკავშირეს შორის დაძაბულობა გამოიწვია. პრეზიდენტ ბუშს უშიშროების ზომებიდან გამომდინარე ის ქვეყნები არ დაუსახელებია სადაც ეს ციხეები მდებარეობს, მაგრამ აღნიშნა, რომ ყველა პატიმარი უკვე კუბის გუანტანამოს სამხედრო ბაზის საპყრობილეში გადაიყვანეს. “გვეკითხებიან, თუ რატომ ვაღიარებთ მხოლოდ ახლა ამ პროგრამის არსებობის შესახებ. ჩემს მიერ ამ განცხადების ახლა გაკეთებას ორი ახსნა აქვს. პირველი ისაა, რომ ჩვენ თითქმის დავასრულეთ დაკავებულთა დაკითხვის პროცესი და მეორე კი ისაა, რომ სასამართლო პროცესის დაწყებისათვის დაკავებულები საზოგადოებრიობას უნდა გავაცნოთ. სთქვა პრეზიდენტმა. ბატონმა ბუშმა თქვა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო საპყრობილეების პროგრამის არსებობის კანონიერების საკითხი, შეერტებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ეჭვის ქვეშ დააყენა. სასამართლომ დაადგინა, რომ შეერტებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა დაიცვას ჟენევის კონვენციის მესამე მუხლი. პრეზიდენტის თქმით, ეს მუხლი ადმინისტრაციას ტერორისტების სამხედრო სასამართლოსათვის გადაცემის შესაზლებლობას უზღუდავს. მან აგრეთვე დაამატა, რომ კონვენციის ზემოხსენებული მუხლი საკმაოდ ბუნდოვანია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს პროგრამაში უშუალოდ ჩართული ამერიკელების ტენდენციურ დევნასა და გასამართლებას. “დღეს მე კონგრესს ტერორის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, ჩვენი პერსონალის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრავი კანონის შემუშავებას ვთხოვ. პირველ რიგში მე კონგრესს მოვთხოვ, რომ შემუშავდეს ისეთი სია, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს, თუ რა სახის ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულად.”. ტქვა ბატონმა ბუშმა. პრეზიდენტმა გააგრძელა, რომ ტერორისტების გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროს, ხშირად მხოლოდ თავად ტერორისტების დაკითხვა წარმოადგენს. მან დაამატა, რომ გუანტანამოში ახლა მხოლოდ ძალზე სახიფათო ტერორისტები იმყოფებიან. თუმცა შეერთებულ შტატებს გაუანტანამოს საპყრობილეში უდანაშაულო პატიმრების ყოლის ბრალს სდებენ. ბრიტანული ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის “თავისუფლების” დირექტორი შამი ჩაკრაბარტი ამბობს, რომ ზემოხსენებული საპყრობილის არსებობა ამერიკას ხიფათს უქმნის. “მისი არსებობა, ამერიკის და ბუნებრივია ბრიტანეთის წინააღმდეგ ტერორისტების მომზადების მოსურნეებს, წარმოუდგენელი პროპაგანდის საშუალებას აძლევს. ჩემი ნათქვამის საილუსტრაციოდ, შარშან ლონდონში განხორციელებული ტერაქტების მომწყობების მიერ, ტერაქტებამდე გაკეთებული განცხადებებიც გამოდგება.” ამბობს იგი. 2001-ლი წლის 11-ტი სექტემბრის ტერაქტების მთავარი დამგეგმავი ხალიდ სეიხ მოჰამედი მათ შორისაა ვინც გუანტანამოში გადაიყვანეს. პრეზიდენტ ბუსის თქმით, თუ კონგრესი დაჰყაბულდება, ხალიდისა და სხვების საქმეს სამოქალაქო სასამარტლო განიხილავს და არა სამხედრო.

XS
SM
MD
LG