ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება ევროკავშირსა და ირანს შორის ზეგ დაიწყება


დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ იგი ირანის ბირთვულ საკითხებში მთავარ მოთათბირეს ალი ლარიჯანის მომავალ საბათს შეხვდება. ბატონ სოლანას არ დაუკონკრეტებია, თუ სად ჩატარდება შეხვედრა. მას შემდეგ, რაც თეირანმა უარი განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ქვეყნის ბირთვული პროგრამის სამუშაოების შეჩერების მოთხოვნაზე. ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება ირანსა და ევროკავსირს შორის. დღეს ბერლინში , გაეროს უსიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები, ირანის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ თათბირობენ. შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭო პატივს სცემს, ირანის წინააღმდეგ სანქციების მიღების გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთი და ჩინეტი ფეხს ითრევენ ირანის დასჯაზე.

XS
SM
MD
LG