ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის შეიარაღებული ძალები ქვეყნის კონტროლს იბარებენ


ერაყის შეიარაღებული ძალები ქვეყნის კონტროლს იბარებენ. კონტროლის გადაცემას დღეს ბაღდადში ჰქონდა ადგილი, ხუთი დღის შემდეგ რაც მისი პირველადი თარიღი გადავადებულ იქნა.

ამ ფონზე, ბაღდადში სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა, 30 დაიჭრა აფეთქებების შედეგად. ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმა განხორციელდა კარადის შემოგარენში, სადაც კამიკაძემ მანქანა ააფეთქა ბენზინგასამართ სადგურთან სადაც პოლიციის მანქანები იყო გაჩერებული. 10 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა.

დამოუკიდებლად ამ ინციდენტისგან, ერაყის მთავრობა აცხადებს რომ მკვლელობებისა და გაუპატიურებების ბრალდებით 27 ტერორისტი დასაჯეს სიკვდილით.

XS
SM
MD
LG