ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იგორ გიორგაძის პარტიის წევრებს აპატიმრებენ !


აღნიშნულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვისმინოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ პრეზიდენტის ნანა კაკაბაძის კომენტარი :

-ის, რომ ადამიანები ხან იკრიბებიან და მსჯელობენ, უნდათ თუ არა ეს ხელისუფლება, ამის გამო როცა მათ აპატიმრებენ, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები. დღეს საქართველოში პოლიტიკური რეპრესიებია. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრება. ასე რომ, ეს ყველაფერი არის საგანგაშო და ვფიქრობ, რომ ამაზე ხმა არა მარტო საქართველოს მოსახლეობამ უნდა ამოიღოს, რომელიც დაშინებული და დატერორებულია ხელისუფლებისგან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და იმ ქვეყნებმა, რომელთაც დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია...

საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი. მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე, მრავალი საერთაშორისო პროექტის ავტორის ჰამლეტ გეგიას კომენტარი :

- მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი კაცია ამ საქმეში ჩათრეული. საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინტერესები ამ შემთხვევაში უფ რო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესები, რადგანაც დღეს საქართველოში წყდება საქართველოს ბედი.

XS
SM
MD
LG