ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ბირთვული ენერგიის მოხმარება გაცხარებულ დებატებს იწვევს.


ამჟამად შეერთებულ შტატებში 104 ბირთვული ელექტროსადგური ფუნქციონირებს. პრეზიდენტი ბუში ბირთვული ენერგიის მოხმარების კიდევ უფრო გავრცელებას მოითხოვს. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენების გაზრდა უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ენერგია მოქალაქეებისათვის” დირექტორი ტაისონ სლოკამი ამკიცებს, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენების გაზრდა ნავთობზე დამოკიდებულებას მაინც ვერ შეამცირებს.

“ნავთობპროდუქტების წვით ქვეყანაში მოხმარებადი ელექტროენერგიის მხოლოდ ერთ მთელი ორ მეათედ პროცენტი გამომუშავდება. ბირთვულ ენერგიას ავტომობილებში ვერ გამოვიყენებთ არადა სინამდვილეში სწორედ ავტომობილი მოიხმარს ყველაზე მეტ ნავთობპროდუქტს. ანუ ბირთვული ენერგიის მოხმარების გაზრდა შესამჩნევად ვერ შეუწყობს ხელს ნავთობის ხმარების შემცირებას.” ამბობს ბატონი სლოკამი.

სამაგიეროდ ბირთვული ენერგია გარემოს დაბინძურებას ზღუდავს.

“ბირთვული ენერგია ქვანახშირისა ნავთობისაგან განსხვავებით, ქიმიურ წვიმებს, სმოგისა და გლობალურ დათბობას არ იწვევს”. ამბობს ბირთვული ტექნოლოგიის დარგის ყოფილი ინჟინერი მელ მაკკიბენი.

“ყოველი ცალკეული ბირთვული სადგური ასობით ტონა რადიოაქტიურ ნარჩენს გამოყოფს. ეს ნარჩენი კი გარემოში ასი ათასობით წლის განმავლობაში არ გაიწოვება”. ეწინააღმდეგება ზემოთმულს ორგანიზაციის “ენერგია მოქალაქეებისათვის” დირექტორი ტაისონ სლოკამი.

პრეზიდენტმა ბუშმა ნევადის შტატის იუკას მთებში, რადიოაქტიური ნარეჩენის შესანახის აგების საკამათო გეგმას დაუჭირა მხარი.

ბირთვული ინჟინერი მაკკიბენი ამბობს, რომ ალტერნატივას რადიოაქტიური ნარეჩენის გადამუშავება წარმოადგენს.

“ახლა ჩვენ ბირთვული საწვავის პოტენციის მხოლოდ ხუთ პროცენტს ვხმარობთ. ნარჩენის გადამუშავების შემთხვევაში კი სულ მცირე 95-ტი პროცენტის გამოყენებას შევძლებთ”. ამბობს იგი.

ბირთვული ენერგიის ოპონენტები უბედური შემთხვევის საშიშროებასაც ასახელებენ და მაგალითად 1979 წელს შეერტებულ შტატებში და 1986 წელს ცერნობილში მომხდარი კატასტროფები მოჰყავთ.

თუმცა შეერთებული შტატების ბირთვული საქმიანობის რეგულირების კომისიის თავმჯდომარე დეილ კლეინი ამბობს, რომ ჩერნობილი საკმაოდ არასტაბილური რეაქტორი იყო და რომ დასავლეთში ასეთი ტიპის რეაქტორები უბრალოდ არ არსებობს.

ჯგუფის “ექიმები სოციალური პასუხისმგებლობისათვის” წარმომადგენელი, დოქტორი აირა ჰიფლანდის სიტყვებით:

“პირველ რიგში ბირთვული რეაქტორი ისეთი სახის მასობრივი განადგურების იარაღად უნდა აღვიქვათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, სტრატეგიულ ადგილებშია განლაგებული და ტერორისტებისატვის ადვილადაა ხელმისაწვდომი“.

ბირთვული საქმიანობის რეგულაციის კომისიის თავმჯდომარე კლეინი კი ამტკიცებს, რომ შიში უსაფუძვლოა და 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, სადგურები ძალზე საიმედოდაა დაცული.

ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეები კი მაინც ამტკიცებენ, რომ ამერიკამ ალტერნატიულ ენერგიაზე, მაგალითად ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებაზე სერიოზულად უნდა იფიქროს.

XS
SM
MD
LG