ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვას პალესტინური შეიარარებული ფორმირების ხუთი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.


პალესტინელი მედიკოსების თქმით, დაბომბვის შედეგად 20 შემთხვევითი გამვლელიც დაიჭრა.

ისრაელი აცხადებს, რომ დაღუპული შეიარარებული პირები ისრაელში შეღწევას ლამობდნენ.

ისრაელის სამხედროების თქმით, პირველი ორი საჰაერო დარტყმა ჰამასის მებრძოლებით სავსე ავტომობილების წინაარმდეგ განხორციელდა. სამხედროების თქმით, დაბომბვამ ავტომობილების საეჭვოდ ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჰამასის წევრებს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდათ.

ასევე დღეს, ისრაელის პოლიციამ პალესტინელთა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თავკაცი დააკავა. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებული უკვე ექვსი წელია, რაც ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით იძებნება.

XS
SM
MD
LG