ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო კონფლიქტის მოგვარების უუნარო აფრიკის კავშირის ძალების, საკუთარ კონტინგენტში შეყვანას ლამობს


სუდანი აცხადებს, რომ ქვეყნის დარფურის რეგიონში დისლოცირებულ აფრიკის კავშირის სამხედრო კონტინგენტს, სამშვიდობო მისიის გაეროსატვის გადაბარების უფლება არ აქვს.

სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, რეგიონში ძალადობის აღმოფხვრა მხოლოდ სუდანის ხელუისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

გასულ კვირას, გაეროს უშიშროების საბჭომ დარფურში 20 თასი სამხედროს გაგზავნას დაუჭირა მხარი.

ამ გადაწყვეტილებას ხართუმი ძლიერ ეწინააღმდეგება.

გაერო კონფლიქტის მოგვარების უუნარო აფრიკის კავშირის ძალების, საკუთარ კონტინგენტში შეყვანას ლამობს.

გუშინ სუდანმა აფრიკის კავშირის ძალებს, მატი მანდატის 30 სექტემბერს დასრულებისთანავე რეგიონის დატოვება მოსთხოვა.

თუმცა უკვე დღეს სუდანის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ხართუმი აფრიკის კავშირის ზალებისატვის მანდატის გაგრძელებას აღარ შეეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG