ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში კამიკაძის მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ქაბულში კამიკაძის მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი და ოთხი ავღანელი დაიღუპა. დღესვე ერთი კანადელი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთში და ნატოს სამი მეომარი დაიჭრა კიდევ ერთი აფეთქებისას ავღანეთის დედაქალაქში.

ნატოს სარდლობის განცხადებით კიდევ ერთი კანადელი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ყანდაარის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების დროს ნატოს ავიაციის მიერ შეცდომით საკუთარი პოზიციების დაბომბვის შედეგად.

ჰელმანდის პროვინციაში კი თალიბებმა სამთავრობო შენობებზე მიიტანეს იერიში და რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ სამი პოლიციელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG