ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის სამთავრობო ჯარებმა დარფურის ჩრდილოეთში მდებარე სოფლებზე მიიტანეს იერიში


აფრიკის კავშირის ინფორმაციით სუდანის სამთავრობო ჯარებმა დარფურის ჩრდილოეთში მდებარე სოფლებზე მიიტანეს იერიში.

დარფურში მიმდინარე კონფლიქტის შესაჩერებლად გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამ რეგიონში გაეროს დამატებითი ძალების განლაგებას ითვალისწინებს, აქ არსებული აფრიკის კავშირის 7000 კაციანი სამხედრო კონტიგენტის გასაძლიერებლად.

თუმცა სუდანის მთავრობა ამის წინააღმდეგია. მისი თანხმობის გარეშე კი დარფურის რეგიონში დამატებითი ძალების შეყვანა გამორიცხულია.

ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ დარფურში 200 000 კაცი დაიღუპა და 2 მილიონი ლტოლვილად გადაიქცა.

XS
SM
MD
LG