ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი თეირანში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.


შეხვედრაზე ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის და ისრაელ-ჰეზბოლას დაპირისპირების საკითხებს განიხილავენ.

დღეს კოფი ანანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მანუჩარ მოტაკის შეხვდა, მოგვიანებით კი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადთან გამართავს მოლაპარაკებას.

ბატონი ანანი გაეროს რეზოლუციის ამოქმედებით არის დაინტერესებული, რომელიც ისრაელსა და ლიბანის ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების შეჩერებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა აღნიშნული რეზოლუცია ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდების აკრძალვასაც ითვალისწინებს.

პარასკევს კოფი ანანის და სირიის პრეზიდენტის ბაშირ ალ-ასადის შეხვედრისას სირიის ლიდერი დაპირდა გაეროს გენერალურ მდივანს სირია ლიბანის საზღვარზე პატრულირების გამკაცრებას ჰეზბოლასთვის შეიარაღების გზების გადასაკეტად.

ამასობაში ფრანგული გაზეთ “ლე მონდისთვის” მიცემულ ინტერვიუში კოფი ანანმა განაცხადა რომ ირანის ბირთვული პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაჭრის მომხრეა.

XS
SM
MD
LG