ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მოთარეშეებმა 14 მუსულმანი მლოცველი დახოცეს


ერაყის ხელისუფლების განცხადებით მოთარეშეებმა 14 მუსულმანი მლოცველი დახოცეს, რომლებიც შიიტების წმინდა ქალაქ ქარბალაში მიემართებოდნენ.

დახოცილები პაკისტანელები და ინდოელები იყვნენ, რომლებსაც წამების ნიშნები ეტყობოდათ.

დღესვე ბაღდადის ვაზირიას რაიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა.

ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი შიიტების დიდ აიათოლას ალი ალ-სისტანის შეხვდა, რომლის დროსაც რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე ძალადობის აღკვეთის გზებზე იმსჯელეს.

ნაჯაფში გამართული შეხვედრის შემდეგ ერაყის პრემიერ-მინისტრმა 4 სამინისტროს დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა.

XS
SM
MD
LG