ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ისრაელელი ჯარისკაცები ქალაქ ღაზას ტოვებენ.


ისრაელის არმია აცხადებს, რომ ექვსდღიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ქალაქ ღაზადან ჯარისკაცების გამოყვანა დაიწყო.

ამ ინფორმაციის თანახმად ებრაელმა სამხედროებმა ღაზას სექტორის შეჯაიას რაიონში ასაფეთქებელი მოწყობილობების საცავი და ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიამდე გათხრილი მიწიშქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს.პალესტინელი თვითმხილველებისა და სამედიცინო პერსონალის თქმით, გასულ შაბათს, ღაზაში ისრაელის არმიის შეჭრის დროს განხორციელებულ საჰაერო დარტყმას 18 პალესტინელის, მათ შორის რამდენიმე სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელები კი აცხადებენ, რომ დღეს ქალაქ ნაბლუზში მომხდარი შეტაკებისას, ისრაელის არმიამ პალესტინური ალ-აქსას მარტვილთა ბრიგადების ხელმძღვანელი მოკლა.

XS
SM
MD
LG