ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში შტატ იუტაში იმყოფება.


იგი ერაყში ომის მოწინააღმდეგე საზოგადოებისთვის მოხსენების აკეთებს.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ვეტერანთა ჯგუფის ყრილობაზე გაკეთებულ მოხსენებაში ბატონი ბუში აღიარებს რომ ერაყში ამჟამად დაძაბული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს თვლის რომ ეს ომი მიზნად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს და მას მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია.

რიგ მოხსნებათა შორის ბატონი ბუში ასევე სიტყვით გამოვა თერთმეტ სექტემბერს და საბოლოო მოხსენებას ცხრამეტ სექტემბერს გაეროში გააკეთებს.

უკანასკნელის წლის განმავლობაში ბატონი ბუში მსგავს მოხსენებებს უკვე მესამედ აკეთებს.

ორ თვეში კონგრესის არჩევნებია დანიშნული, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა რომ მოხსენებებს, რომელიც წინ უძღვის არჩევნებს, პოლიტიკური სარჩული არ უდევს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ დაადასტურა რომ პრეზიდენტს საზოგადოების 30 პროცენტი უჭერს მხარს.

ასეთი დაბალი პროცენტის მიზეზად ომი ერაყში სახელდება.

XS
SM
MD
LG