ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ომის შედეგებთან გამკლავებას მრავალი მილიარდი დოლარი დასჭირდება.


ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ფუად სინიორამ საერთაშორისო დონორებთან სეხვედრისას სტოკჰოლმში განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მომხდარი ომის შედეგებთან გამკლავებას მრავალი მილიარდი დოლარი დასჭირდება.

ბატონმა სინიორამ თქვა, რომ ისრაელის მიერ ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლამ ლიბანს მარავალმილიარდიანი ზარალი მიაყენა და ქვეყნის აღმავლობის სტადიაში მყოფი ეკონომიკის რეცესია გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრი სიტყვით, დღეს გამართული კონფერენციის მომწყობი 40-ცი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინაშე გამოვიდა, რომლებსაც ლიბანისათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად 500-სი მილიონი დოლარის შეგროვების იმედი აქვთ.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა იან ელიასონმა თქვა, რომ კონფერენციის მოწყობის მთავარ მიზანს ლიბანიხ ხელისუფლების გაძლიერება წარმოადგენს, რათა ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიის სრული გაკონტროლება შესძლოს.

XS
SM
MD
LG