ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი ისრაელს ლიბანის ბლოკადის მოხსნას სთხოვს.


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს ლიბანის ბლოკადის მოხსნისაკენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ეჰუდ ოლმერტთან ერთად პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ბატონმა ანანმა განაცხადა, რომ ბლოკადის მოხსნა ერთთვიანი ომით გაჩანაგებული ლიბანის აღსადგენი სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს.

გაეროს თავკაცმა აგრეთვე ჰეზბოლას მოუწოდა იმ ორი ისრაელელი ტყვე ჯარისკაცის გათავისუფლებისაკენ, რომელთა გატაცებაც ომის გაჩაღების საბაბი გახდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბლოკადაზე პირდაპირ არ ისაუბრა. მან სთქვა, რომ ისრაელი გაეროს რეზოლუციის სისრულეში მოყვანას ელის, რაც პრემიერის სიტყვებით, ორი ჯარისკაცის გათავისუფლებასაც მოიცავს.

ბატონმა ანანმა სამხრეთ ლიბანში გაეროს სამხედრო კონტინგენტის განლაგდების შემდეგ, იქიდან ისრაელის სამხედრო ქვედანაყოფების სრული გაყვანა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG