ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას, საერთო ჯამში 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ერაყის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დრეს მომხდარ რამდენიმე აფეთქებას, საერთო ჯამში 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 70 კაცი.

ერთი აფეთქება დაბა ჰილაში მდებარე არმიის ახალწვეულთა ცენტრში, ჯარში მსახურის მოსურნეთა რიგთან განხორციელდა. საათის მექანიზმით აღჭურვილი ბომბი გაჩერებულ ველოსიპეტზე იყო დამაგრებული. ამ აფეთქებაში 12 ახალგაზრდა დაიღუპა ხოლო 38 კი დაიჭრა.

ბაღდადის ერთ-ერთ კომერციულ უბანში მომხდარ აფეთქებას, 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ შემთხვევაში დაიჭრა 38-ტი კაცი.

ბაღდადში მომხდარ კიდევ ერთ აფეთქებაში, სამი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG