ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ კენეტ ტომლინსონმა  არადანიშნულებისამებრ გამოიყენა სახელმწიფო თანხები


სახ-დეპის დასკვნის თანახმად მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ კენეტ ტომლინსონმა არადანიშნულებისამებრ გამოიყენა სახელმწიფო თანხები.

შეგახსენებთ რომ ეს ორგანიზაცია განაგებს რადიო სადგურებს ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებას.

დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში სპეც-კომისია აცხადებს რომ ტომლინსონმა მისი თანამდებობა გამოიყენა საკუთარ ბიზნეს ინტერესებისადმი და 250-ი ათასი დოლარის ოდენობის კონტრაქტი მის მეგობარს მიანიჭა.

გამოძიება გრძელდება.

კენეტ ტომლინსონმა მის განცხადებაში აღნიშნა რომ ეს გამოძიება წამოიწყეს მათ ვინც მისი პოლიტიკური მეტოქეა.

პრეზიდენტმა ბუშმა სენატს თხოვნით მიმართა კიდევ ერთი წლით გაუგრძელონ სამსახურის ვადა ბატონ ტომლინსონს.

კონგრესში სამი დემოკრატი კატეგორიულად მოითხვს ტომლინსონის მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას

XS
SM
MD
LG