ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი ისრაელში ჩასვლამდე დღეს სამხრეთ ლიბანს ესტუმრა.


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ისრაელში ჩასვლამდე დღეს სამხრეთ ლიბანს ესტუმრა. გენერალური მდივნის ეს ახლო აღმოსავლეთის ტური ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მყარი გარანტიის მიღწევას ემსახურება.

ბატონი ანანი, ლიბანში მყოფ გაეროს დროებითი სამხედრო კონტინგენტის სარდლობას შეხვდა. შემდეგ მას ომით გაჩანაგებული რეგიონის დასათვალიერებლად, სამხრეთ ლიბანის თავზე საჰაერო ტური მოუწყეს.

დღეს ბეირუთში ყოფნისას ბატონმა ანანმა განაცხადა, რომ ისრაელს იგი ლიბანის სახმელეთო და საზღვაო ბლოკადის მოხსნას მოსთხოვს. მან აგრეთვე ჰეზბოლას ორი დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

დრეს ასობით იტალიელი სამხედრო გაემგზავრა ლიბანისაკენ. სულ გაეროს ეგიდით ლიბანსი 2500 იტალიელი ჯარისკაცი ჩავა.

XS
SM
MD
LG