ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აეროპორტების უშიშროებისკენ მიმართული ზომები, გარკვეულწილად ავიაბიზნესის განსაზღვრული ნიშის შევსებას ეხმარება


ტურიზმის ბიზნესის სპეციალისტები ამბობენ, რომ აეროპორტების უშიშროებიდან გამომდინარე, მგზავრებისათვის სიძნელეების შექმნამ ავიალაინერების ბიზნეს კლასით მგზავრობა უფრო სასურველი გახადა.

გრძელი რიგების, დაგვიანებისა და რეისების გაუქმების მიუხედავად, მგზავრები კიდევ უფრო მეტი თანხის გადახდას არ იშურებენ. თუმცა სამაგიეროდ, წინანდელთან შედარებით ბევრად ნაკლებს იღებენ.

მოგეხსენებათ, ახლა თვითმფრინავის სალონში სამელის, შამპუნის, სახის კრემისა თუ ნებისმიერი სხვა თხევადი ნივთიერების სეტანა აკრძალულია.

აეროპორტების მიერ უშიშროების უზრუნველსაყოფად ახალი ბარიერების შექმნიდან გამომდინარე, ზოგი მგზავრი ამბობს, რომ თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უფრო არასასიამოვნო და ნაკლებად მიმზიდველი გახდა.

სადღეისოდ თვითმფრინავით მგზავრობა ღამის კოშმარია. ეს ნამდვილად დაუჯერებელია. გვეუბნება ერთ-ერთი მგზავრი.

"დიახ ფრენა უკვე ნამდვილი პრობლემა გახდა," კვერს უკრავს მეორე.

საწვავზე ფასების მატებისა და ფრენიდან მოგების შემცირებიდან გამომდინარე, საჰაერო ბილეთის ღირებულებამ, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით ათი პროცენტით მოიმატა. და ახლა, როდესაც წინანდელთან შედარებით ნაკლები რეისი ხორციელდება მგზავრები რაიმე ალტერნატივის გამონახვას ცდილობენ.

ეოსი იმ ორი ახალი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომლებიც მხოლოდ ბიზნეს-კლასის სალონით აღჭურვილი თვითმფრინავების მეშვეობით ლონდონის მიმართულებით რეისებს ასრულებენ. კომპანია რეკლამირებას უხდენს 220 ადგილზე გათვლილი თვითმფრინავების სალონების მხოლოდ 48 მგზავრისათვის გადაკეთებას.

მეორე კომპანიამ მაქსჯეტმა კი 200 კაცზე გათვლილი ეკონომ კლასის სალონები, ასევე ეკონომ კლასის მაგრამ 100 კაციანებად გადააკეთა. ამ გადაკეთების ხარჯზე მგზავრებს ბევრად უფრო მოხერხებულად სეუძლიათ სავარზლებსი მოთავსება. ზოგი მგზავრისათვის ეს კონტრასტი ძალზე მომხიბვლელია.

ეოსის თვითმფრინავში, საწოლად გადაკეთებადი სავარძლით ორივე მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 3000 დოლარია, რაც ჩვეულებრივი ბიზნეს კლასის ბილეთის ღირებულებაზე ორჯერ ნაკლებია. მაქსჯეტის კომპანიის იგივე კლასის ბილეთები 1500 დოლარია.

ჟურნალ “ქონდი ნესტის” მთავარი რედაქტორი კევინ დოილი ამბობს, რომ ორივე კომპანიის წარმატებას ლოგიკური ახსნა მოეძებნება:

“ჩემის აზრით მათი მოგება ბილეთის ფასიდან და მომხმარებლის კომფორტის მოთხოვნილების დაკმაყოფილებიდან მომდინარეობს. მე ვთვლი, რომ მათი წარმატება სწორედ, რომ ასე იოლად აიხსნება”.

ტურიზმის ბიზნესის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ახალი კომპანიების ქმედებას, ძველი უკვე დიდი ხნის მანძილზე არსებულები გულმოდგინედ აკვირდებიან. იუნაითედ აირლაინსმა, რომელმაც წელს გარკვეულ წარმატებას მიაღწია, სულ ახლახანს ბიზნესკლასის ბილეთების გაძვირების პროცესის დაწყება შეაჩერა. კიდევ ორმა კომპანიამ კი შემდეგი წლიდან მხოლოდ ბიზნეს კლასის სალონებით აღჭურვილი ავიალაინერებით ფრენის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG