ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კამიკაძე ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 17 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, კამიკაძე ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 17 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კამიკაძემ თავი ავღანეთის სამხრეთის ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ ღაში მდებარე ხალხმრავალ ბაზარში აიფეთქა. ინფორმაციის თანახმად დაჭრილთა შორის 15 ბავშვია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნმა იყსეფ სტანიზაიმ ტერაქტის მოწყობაში, მისი თქმით”ავღანეთის მტრები” დაადანაშაულა:

„ეს ტერორისტული აქტია, რომელსაც დაუცავი მოქალაქეებისა და ბავშვების სიცოცხლე შეეწირა”.

ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. მათი განცხადებით აფეთქება დისტანციური მოწყობილობის საშუალებით მოხდა.

და იგი კომუნისტური პერიოდის უშიშროების სამსახურის თავკაცის გენერალ ხან მოჰამადის წინააღმდეგ განხორციელდა. გენერალი ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG