ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ჯარი ქვეყნის სამხრეთში შიიტ შეიარაღებულ ფორმირებას ებრძვის. დაღუპულია 34 კაცი.


ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის ჯარი ქვეყნის სამხრეთში, შიიტ შეიარაღებულ ფორმირებასთან გააფთრებულ ბრძოლაშია ჩაბმული. დაღუპულია 34 კაცი.

ბრძოლა ძირითადად შიიტებით დასახლებულ ქალაქ დივანიაში წუხელ დაიწყო. ერაყის უშიშროების ძალები შიიტური მაჰდის არმიის განიარაღებას ცდილობდნენ. მოწოდებული ინფორმაციის ტანახმად, დაღუპულია 25 ჯარისკაცი, 7 სამოქალაქო პირი და შეიარაღებული ფორმირების 2 წევრი.

მაჰდის არმიას რადიკალურად განწყობილი სასულიერო პირი მუქდათა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.

ასევე დღეს ბაღდადში, კამიკაძე ტერორისტმა მანქანა ააფეთქა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG