ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი ლიბანის პრემიერ მინისტრს  ფუად სინიორას შეხვდა


დღეს ბეირუთში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ლიბანის პრემიერ მინისტრს ფუად სინიორას შეხვდა, რომლის დროსაც ლიბანში ომის შემდგომი სიტუაცია განიხილეს.

ლიბანის ხელმძღვანელობა კოფი ანანისგან ისრაელზე ზეწოლის მოხდენას მოითხოვს, რათა ამ ქვეყანამ გააუქმოს ლიბანის წინააღმდეგ შემოღებული საჰაერო და საზღვაო ბლოკადა.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ლიბანის გარდა ისრაელს, სირიასა და ირანს ეწვევა.

XS
SM
MD
LG