ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორ მაკკეინის ვიზიტი საქართველოში!


საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ სენატის დელეგაცია პრეზიდენტობის კანდიდატის, „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით. ამერიკელმა სენატორმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები მოინახულეს, პრეზიდენტის გარეშე კი ამერიკელ სენატორთა დელეგაცია ცხინვალის რეგიონს ეწვია, სადაც ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათ ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაზე და მოლაპარაკებების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღნიშნულ შეხვედრაზე კოკოითმა განაცხადა, რომ 2004 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად ვაშინგტონს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის.

სენატორებს აინტერესებდათ ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორია, მისი დარეგულირების მშვიდობიანი გეგმა, დემილიტარიზაციის საკითხები... ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანი სწორედ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების გადაჭრის გზების მოძებნა იყო.

ისე დაემტხვა, რომ სწორედ ჯონ მაკკეინის ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დაადგინა. ამ ამბავმა ქართული ოპოზიცია შოკში ჩააგდო, ოპოზიციამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკურ მზაკვრობად შეაფასა. ლეიბორისტები დღესდღეობით არჩევნების ბოიკოტზე საუბრობენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს იგივეს ურჩევენ. კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ 5 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ! ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა კოკო გამსახურდიას პარტია „თავისუფლება“, მას სხვებისგან განსხვავებით რეგისტრეციისთვის აუცილებები 50 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს შესაგროვებელი, რასაც 1 დღეში ელემენტალურად ვერ მოასწრებს.

შ.ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დეკემბრის ნაცვლად 5 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნისას სენატორ მაკკეინის თბილისში ვიზიტი გამოიყენა:

- „ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა მაკკეინის და ამერიკელ სენატორთა სტუმრობა და სწორედ იმ დღეს დანიშნა უკანონო ადგილობრივი არჩევნები 5 ოქტომბრისთვის, მაშინ , როცა არჩევნები დეკემბრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო. აღნიშნული რიცხვი სააკაშვილს სჭირდება იმისათვის, რომ კარგად გააყალბოს არჩევნები, და პარტიებმა მომზადება ვერ მოასწრონ“.

XS
SM
MD
LG