ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანეგთი ლიბანში თავისი 2000 კაციანი სამხედრო კონტინგენტის განლაგებას სამ კვირაში დაამთავრებს.


გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალისთვის” მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიოტ-მარიემ განაცხდა, რომ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარებმა საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენების უფლება მიიღეს.

გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის განცხადებით 2007 წლის თებერვლამდე საერთაშორისო ძალებს ლიბანში საფრანგეთი უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ მათ იტალია ჩაუდგება სათავეში.

იტალია თავისი ჯარების განლაგებას ლიბანში სამშაბათიდან დაიწყებს. ევროპის ქვეყნები გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ლიბანში 7000 ჯარისკაცს გააგზავნიან.

XS
SM
MD
LG