ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეიარანი არასოდეს არ იტყვის უარს ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე.


ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით თეიარანი არასოდეს არ იტყვის უარს ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

მისი თმით ირანის ბირთვული პროგრამა არავის ემუქრება. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა არაკში ახალი ბირთვული ობიექტის მშენებლობის დაწყების წინ გააკეთა, რომელიც თეირანიდან 200 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ამ ობიექტზე მძიმე წყლის წარმოების ამუშავება 2009 წლისთვის არის დაგეგმილი.

ირანი ამტკიცებს რომ ბირთვული რეაქტორების მშენებლობა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის არის აუცილებელი. დასავლეთი კი შიშობს რომ თეირანი ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG