ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის აღმოსავლეთში პარტიზანებმა ორი ფრანგი ჯარისკაცი მოკლეს და ორი დაჭრეს.


კოალიციური ძალების სარდლობის ინფორმაციით ფრანგები გზისპირა ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ, ლაღმანის პროვინციაში პატრულირების დროს.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით უზურგანის პროვინციაში გამართული ბრძოლის დროს მოკავშირეთა ძალებმა 15 თალიბი გაანადგურეს თავიანთ მეთაურთან ერთად.

ამასობაში ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ფაქტის გამოძიება დაიწყო, რომლებიც ამერიკელთა საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. არადა შეერთებული შტატების სამხედროები აცხადებდნენ რომ ალ-ყაიდას თავშესაფარი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG