ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

28 აგვისტოს მართლმადიდებლები მარიამობას ზეიმობენ !


28 აგვისტოს მართლმადიდებლები მთელ მსოფლიოში მარიამობას აღნიშნავენ. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.

იესოს დაბადებიდან მე-40 დღეს ღვთისმშობლისათვის უკვე ცხადი იყო, რომ ელის მას, როგორც დედას არა ია-ვარდებით მოფენილი, არამედ ნაღვლიანი, მწუხარებით აღსავსე გზა. ჯვარცმულმა იესომ ბოლოს საყვარელ მოწაფეს, იოანეღვთისმეტყველს მიმართა სიტყვებით რომელსაც ღვთისმშობელი ისმენდა - ეს არის დედა შენი! წმინდა მარიამს კი მიმართა - ეს არის შვილი შენი! ჯვარცმულმა იესომ ბოლო წუთებში ღვთისმშობელზე ზრუნვა საყვარელ მოწაფეს იოანეღვთისმეტყველს დაავალა.

იერუსალიმში ყველაზე მაღალი ადგილი სიონის მთაა. სწორედ ამ მთაზე იყო განლაგებული წმინდა იოანეს საცხოვრებელი სახლი. სწორედ სიონის მთაზე, თავის სახლში მიიყვანა წმინდა იოანემ ღვთისმშობელი.

28 აგვისტოს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის მიძინებას არა აღვნიშნავთ, არამედ ვზეიმობთ. მარიამობის დღესასწაულზე ჩვენს გადაცემაში თბილისის იოანეღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე გვესაუბრება :

- მართლმადიდებლური სამყარო ზეიმობს ღვთისმშობლის მიძინებას, ანუ ,მის გარდაცვალებას, მიწიურად რომ ვთქვათ. საერთოდ, ადამიანი რომ გარდაიცვლება, ამას მწუხარება მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ვზეიმობთ, და რატომ ?! ჩვენ ვზეიმობთ იმიტომ, რომ ღვთისმშობლის დედამიწაზე გარდაცვალებას მოჰყვება მისი ზეციური მფარველობა მთელი სამყაროსი. მას შემდეგ, რაც ღვთისმშობელმა მიიძინა, ანუ, გარდაიცვალა და ამაღლდა ზეცაზე უფალთან, ამის შემდეგ დაიწყო მთელ დედამიწაზე, მთელ კაცობრიობაზე მისი მფარველობის ძალის გამოვლინება.

XS
SM
MD
LG