ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ხელოვანის როლი, პოლიტიკურ პროცესებში”


დღეს, ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა შედეგი მიიღო თანამეფდროვე სამყარომ, სხვადასხვა დროს სოციალურად აქტიური ხელოვანების შემდეგ. ჩვენს კითხვას, ისევ ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი ნინო დანელია პასუხობს.

ნინო დანელიაძალიან რთული იმის თქმა, თუ რა შედეგს მიაღწია, ამგვარმა მოძრაობამ პოლიტიკურ ვითარებაზე და პოლიტიკოსებზე. იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ასეთი სახის მოძრაობებმა, მაგალითად ის რასაც ერქვა – “ხელოვნება ომის წინააღმდეგ”, გამოიღო ის შედეგი, რომ ძალიან მძლავრი არის საპროტესო მოძრაობები ყველგან, ყველა ქვეყანაში. ეს მოძრაობები არის ძალიან მასობრივი და ძალიან შემოქმედებითი. არ არის განსაზღვრული ასაკოვბრივი სხვაობა, ყველა ერთად გამოდის და ითხოვს მშვიდობას და ყველაზე მისაღები არის ის, რომ ეს ხდება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც, მოსახლეობას პირდაპირ არ ემუქრება ომის საშიშროება – ისინი თავისი მეზობლების ბედს დარდობენ. ეს არის უმთავრესი შედეგი – საზოგადოებრივი, მასობრივი მოძრაობა, რომელიც ძალინ აქტიურია მთელ მსოფლიოში.

ძალიან საინტერესო იყო ბოისის ცხოვრებაც და შეომქმედებაც, ცნობილია რომ მან კენჭიც იყარა არჩევნებში, და ის ვერბალურად თუ საკუთარი ხელოვნებით მუდმივად ითხოვდა მშვიდობას და იბრძოდა ომის წინააღმდეგ. ამიტომ ასეთ პროცესებს შეიძლება არ ქონდეს შედეგი იმ მომენტში, მაგრამ აუცილებლად არის შედეგი მომავალში. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწყებული ანტისაომარი კამპანიის შედეგია, ის რომ დღეს, თითქმის ყოველდღიურად ტარდება მშვიდობიანი მანიფესტაციები მთელ მსოფლიოში ომის შეწყვეტის და მშვიდობის მოთხოვნით.

შესაძლებელია დღეს დაწყებული აქტიური, ანტისაომარი სახელოვნებო წრეებისა და საზოგადოებრივი კამპანია, მომავალში მშვიდობის ერთგვარი გარანტი გახდეს. კამპანია, სადაც თანამედროვე ხელოვანები და საზოგადოება ყველა ქვეყნის მმართველს ეტყვის, რომ ომი ბოროტებაა.

XS
SM
MD
LG