ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დარწმუნებულია რომ ლიბანში უახლოეს მომავალში გადაისვრიან მშვიდობისმყოფელთა ძალებს.


ანანმა დღეს ბრიუსლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ იგი დადებით შედეგებს მოელის ევრო-კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან და დარწმუნებულია რომ საბოლოო ანგარიში შესაძლებელი შეიქმნება მშვიდობისმყოფელთა თხუთმეტ ათასიანი ჯარის დისლოცირება.

დღეს ლიბანის სამხრეთით განლაგებულ საფრანგეთის 400 კაციან სამხედრო კონტიგენტს საფრანგეთმა კიდევ 150 ჯარისკაცი დაუმატა.

საფრანგეთი ლიბანში სულ 2000 ჯარიკაცის დისლოცირებას აპირებს.

იტალია ლიბანში 3000 კაციანი კონტიგენტის გადასროლას აპირებს.

ევროპის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის პოლონეთი და ესპანეთიც გეგმავს ამ მისიაში სამხედრო კონტიგენტის ჩართვას.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაზავების შესახებ ნათქვამია რომ ლიბანში მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი 15 ათასი სამხედრო მოსამსახურეს უნდა შეადგენდეს.

XS
SM
MD
LG