ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში საზოგადოებრივი უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის უმეტესობა ისრაელის პრემიერ მინისტრის ეჰუდ ოლმერტის გადადგომას ითხოვს.


გამოკითხულთა უმეტესობა უკმაყოფილოა იმით თუ როგორ წარმართა მან ომი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში.

გამოკითხვის შედეგები დღეს გამოქვეყნდა გაზეთ იედიოტ აჰრონოტ-ში. გამოკითხულთა სამოცდასამ (63) პროცენტს მიაჩნია რომ ოლმერტი უნდა გადადგეს.

ამას გარდა როგორც ირკვევა ისრაელის მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია რომ გაეროს მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფაქტობრივად ისრაელის დამარცხებაა, რადგანაც ვერ იქნა შესრულებული თავიდან დასახული ამოცანები.

ჰეზბოლას ხელმძღვანელობა კვლავაც განაგრძობს საქმიანობას, ხოლო ორი ებრაელი ჯარისკაცი ისევ ვერ გაათავისუფლეს.

ამ გამოკვლევის თანახმად საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად გადაიხარა მკაცრი გეზის მომხრე ლიკუდის პატრიისაკენ, რომელსაც სათავეში ყოფილი პრემიერ მინისტრი ბენჯამინ ნეტანიაჰუ უდგას.

XS
SM
MD
LG