ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის სასამართლოში დღეს წარსდგება ამერიკული თვითმფრინავების აფეთქების მცდელობაში მე-12-ე ეჭვმიტანილი


სკოტლანდიარდმა უმაირ ჰუსეინს წაუყენა ბრალდება იმის თაობაზე რომ მან არ გაამხილა ინფორმაცია შესაძლო ტერაქტებზე.

ჰუსეინი და კიდევ 24 ეჭვმიტანილი ორი კვირის წინ აიყვანეს და 10 ავიალინერის თხევადი ფეთქებადი ნივთიერებით განადგურების მცდელობის ბრალდება წაუყენეს.

24-დან რამოდენიმე ეჭვმიტანილი მოგვიანებით გაათავისუფლეს, სხვები დღესაც პაკისტანში ჰყავთ დაკავებული.

ამ ფონზე ბრიტანეთის სამთავრობო უწყებამ რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას უწევს მეთვალყურეობას, წითელი ნახევარ-მთვარის სადამხმარებლო ორგანიზაციის ყველა ანგარიში გაყინა ბანკებში.

როგორც ერთერთი ბრიტანული გაზეთი იუწყება ამ ოორგანიზაციის დამფუძნებელი აბდულ რაუფი რაშიდ რაუფის მამაა, რომელიც ამჟამად პაკსიტანში ჰყავთ დაკავებული სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად.

XS
SM
MD
LG