ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალურ სეულს მიაჩნია რომ ფხენიანი არ დაუბრუნდება მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე.


სამხრეთ კორეის მთავარმა მოთათბირემ ჩუნ იუნგ ვუმ ხაზგასმით აღნიშნა რომ ფხენიანი არავითარ ინტერესს არ ავლენს ამ მოლაპარაკებისადმი.

ბატონი ჩუნი იქვე შეხვდა მის იაპონელ კოლეგას კენიჩირო სასაეს.

საუბარში გამოიკვეთა ის აზრი რომ ფხენიანი ბირთვული გამოცდისათვის ემზადება.

ამის თაობაზე ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შემუშავებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებრიობაში.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ფხენიანი ახალი ბირთვული გამოცდისათვის ემზადება ვერ იქნა დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული, თუმც ამან წარმოაჩინა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი რო მი ჰიენი ოქტომბერში პეკინს მიემგზავრება.

იგი ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ჯინ ტაოსთან განიხილავს ჩრდილეოთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას.

XS
SM
MD
LG