ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელთა დამატებითი კონტიგენტის გადასროლას ითხოვს.


გერმანიის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ხაზგასმით აღნიშნა რომ დრო ვერ ითმენს და მშვიდობისმყოფელთ დამატებითი კონტიგენტის ლიბანში გადასროლა ამ ერთი კვირის მანძილზე უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით სულ მოკლე ხანში დამატებითი ძალები გაიგზავნება იგივე რეგიონში.

როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა იგი იმედოვნებს რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხვალისათვის ოფიციალურად განაცხადებენ იმის თაობაზე აპირებენ თუ არა მათი სამხედრო კონტიგენტების ჩართვვას ამ მისიაში.

მათ ამის თაობაზე ბრიუსელში გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან შეხვედრისას ისაუბრეს.

შეგახსენებთ რომ რამოდენიმე ევროპული სახელმწიფო თავს იკავებს მათი სამხედრო კონტიგენტის გადასროლაზე სანამ კონკრეტულად არ შეიმუშავებენ ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ ძალებმა განსაზღვრულ სიტუაციებში.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაზავების შესახებ ნათქვამია რომ ლიბანში მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი კიდევ 15 ათასი სამხედრო მოსამსახურით უნდა გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG