ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ალ-ყაიდას შვიდი მებრძოლი მოკლეს.


დღეს დილით ავღანეთის აღმოსავლეთში ავღანეთისა და კოალიციურმა ძალებმა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს.

ამერიკის შეერთებული შტატების შეაირაღებული ძალების პრესცენტრის უფროსმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ავღანეთისა და კოალიციურ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს როდესაც ისინი შენობათა ერთერთ კომპლექსს მიუახლოვდნენ და იძულებული გახდნენ ცეცხლზე ცეცხლითვე ეპასუხათ.”

სამხედრო ოპერაციის დროს შეტაკებას კუნარის პროვინციაში ჰქონდა ადგილი, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება.

დაიღუპა ალყაიდას 7 მებრძოლი, ხოლო 4 კი ტყვედ ჩავარდა.

შენობათა კომპლექსიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადახვა სახის იარაღი და ტყვია-წამალი.

ამ განცხადების თანახმად არცერთი ავღანელი ან ამარიკელი ჯასრიკაცი არ დაჭრილა, თუმც ბრძოლის დროს შემთხვევით დაიღუპა ოპრეციის პერიმეტრში განლაგებული ერთ-ერთი სოფლის მოსახლე ქალი და ბავშვი.

მოიუხედავად ამ განცხადებისა ავღანელი ოფიციალური პირების თანახმად დახოცეს არა ალ-ყაიდას მეომრები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ალ ყაიდასთან.
XS
SM
MD
LG