ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ისარელის ჯარისკაცებმა ჰამასის ლიდერი დააპატიმრეს


დღეს დილით განხორციელებული რეიდისას ამ ლიდერის ძმა მოჰკლეს.

როგორც ისრაელის არმიის პრესცენტრმა განაცხადა იუნის აბუ დაკა მოთარეშეებთან ხანმოკლე შეტაკების შემდეგ დააპატიმრეს.

ამას ადგილი ჰქონდა დაბა ხან იუნისის შოარიახლოს.

პალესტინელ თვითმხილველთა განცხადების თანახმად შეტაკებისას ორი პალესტინელი დაიჭრა.

ამ ფონზე ღაზის სამხრეთში სასაზღვრო რაიონში ისრაელის ტანკიდან გასროლილი ჭურვის აფეთქების შედეგად ორი პალესტინელი დაიჭრა.

მანამდე უცნობი პალესტინური ტერორისტული ჯგუფი ამტკიცებს რომ მას ჰყავს დაკავებული ორი დასავლელი ჟურნალისტი, რომლებიც 14 აგვისტოს გაიტაცეს ღაზას სექტორში.

ამ დაჯგუფებამ, რომელიც თავისთავს წმიდა ჯიჰადის ბრიგადებს უწოდებს, გაავრცელა ვიდეო-კადრები რომლებზეც აღბეჭდილნი არიან ეს ჟურნალისტები.

დაჯგუფება ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ყველა მუსლიმი ტყვის 72 საათის განმავლობაში გათავისუფლებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG