ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

   ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადებით ავღანეთის სამხრეთში მათ 11 თალიბი მოთარეშე მოკლეს.


ნატოს წარმომადგენელთა ინფორმაციით 15 პარტიზანი ყანდაარის პროვინციაში ჩასაფრების მოწყობას აპირებდა როდესაც ნატოს ავიაციამ მათი ადგილსამყოფელი დაბომბა.

დღეს გარდაიცვალა კანადელი ჯარისკაცი, რომელიც გუშინ ყანდაარში კამიკაძის მიერ მანქანაში დამინტაჟებული ბომბის აფეთქების დროს დაიჭრა. ამ აფეთქების დროს ნატოს კიდევ სამი ჯარისკაცი დაშავდა.

ამ შემთხვევის შემდეგ ნატოს ჯარისკაცებმა ერთი ავღანელი მოკლეს და ერთიც დაჭრეს, როდესაც ისინი მოტოციკლეტით მათ საგუშაგოს მიუახლოვდნენ. როგორც სამხედროები აცხადებენ ეს სამოქალაქო პირები არ დაემორჩილნენ ბრძანებას გაჩერების შესახებ.

დღესვე ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ყანდაარში თალიბთა მიერ დანაღმულ გზაზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთ დაიჭრა.

XS
SM
MD
LG