ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის ქალაქ მუმბაის (ყოფილი ბომბეის)  ებრაელობა ახლად გახსნილი რესტორნის მეპატრონეს უჩივის.


რესტორანს “ჰიტლერის ჯვარი” ჰქვია და ებრაელები მისთვის სახელის გადარქმევას მოითხოვენ.

რესტორანი ადოლფ ჰიტლერის და ნაცისტური სვასტიკების პლაკატებით არის დამშვენებული. რესტორანი “ჰიტლერის ჯვარი” გასულ კვირას გაიხსნა და მეპატრონე უკვე იძულებული გახდა ჩამოეხსნა ფიურერის უზარმაზარი პორტრეტი. მისი თმით სახელის შერჩევა კლიენტების მოზიდვის სურვილმა განაპირობა.

როიტერის გადმოცემით ისრაელის გენერალურმა კონსულმა მომბაიში ოფიციალურად მიმართა ქალაქის მესვეურებს რესტორნისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG