ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ლიდერები ირანის პასუხს განიხილავენ


მსოფლიოს ლიდერები ირანის პასუხს განიხილავენ მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერების სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში ნათქვამია რომ მოსკოვი გააგრძელებს ამ სიკითხთან დაკავშირებით თეირანთან მოლაპარაკებას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მოლაპარაკების გაგრძელების პირობად ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერება დაასახელა.

გაეროში შეერთებული შტატების წარმომდგენელის ჯონ ბოლტონის განცახდებით ვაშინგტონი გულდასმით შეისწავლის ირანის წინადადებას, თუმცა სანქციების შემოღებისთვისაც მზად არის თუ თეირანი არ შეაჩერებს აღნიშნულ პროგრამას.

XS
SM
MD
LG