ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებზე უკვე მეორე დღეა საუბრობენ ქურთი მოწმეები.


სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე ერაყელმა ქურთმა ქალმა თავის მშობლიურ სოფელში 20 წლის წინათ მომწამლავი გაზების გამოყენების შედეგები აღწერა.

სადამ ჰუსეინის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებზე უკვე მეორე დღეა საუბრობენ ქურთი მოწმეები.

სადამ ჰუსეინს და მის 6 თანამოსაქმეს 1987-88 წლებში სამხედრო ოპერაციის დროს ქურთების გენოციდში ადანაშაულებენ, როდესაც მათ ქურთულ სოფლებში 180000 ადამიანი ამოწყვიტეს, მათ შორის არც ქალები და ბავშვები დაინდეს.

ეს სადამ ჰუსეინის მეორე სასამართლო პროცესია. პირველი სასამართლო თავის განაჩენს ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოიტანს. ამ პროცესზე ერაყის ყოფილ დიქტატორს 1982 წელს 150 შიიტის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. დამნაშავედ აღიარების შემთხვევაში სადამ ჰუსეინს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

XS
SM
MD
LG