ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის სამხრეთში დაღუპული რუსული ავიალაინერის შავი ყუთები აღმოაჩინეს.


ვარაუდით ავიალაინერი მეხის დარტყმის შედეგად ჩამოვარდა და აფეთქდა.

დაიღუპა თვითმფრინავის ას სამოცდაათივე მგზავრი, მათ შორის ბავშვები.

იმ შემთხვევაში თუ შავი ყუთები და პილოტის კაბინაში დაყენებული ხმის ჩამწერი აპარატი არ არის დაზიანებული შესაძლებელი გახდება ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დადგენა.

რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ შესაძლებელია ავიალაინერს მეხი დაეცა ან ჰაერის ძლიერი ნაკადის შედეგად დაკარგა კონტროლი.

სპეციალისტები ამოწმებენ ავიალაინერის დამწვარი ნაწილების დეტალებს რომელიც უკრაინის სოფელ სუხა ბალკას მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს.

დღეს გვამების ამოცნობისთვის დაღუპულთა ნათესავები უკრაინას ჩავიდნენ. უკრაინაში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG