ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ერაყში და ვღანეთში დისლოცირებული სამხედრო ძალების გასამტკიცებლად რამდენიმე ათასი რეზერვისტი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცის ჯარში გაწვევას ითხოვს.


ამავე განცხადების თანახმად რეზერვისტები განსაკუთრებით ესაჭიროებათ სამხედრო პოლიციაში, დაზვერვისა და კავშირგაბმულობის სფეროში, რადგანაც იქ სპეციალისტთა ნაკლებობას განიცდიან.

პრეზიდენტმა ბუშმა გასცა ბრძანება რეზერვისტთა სავალდებულო სამხედრო გაწვევის თაობაზე.

შეერთებული შტატების საზღვაო ქვეით ჯარს რვა-წლიანი კონტრაქტით გაფორმებული 35 ათასი რეზერვისტი ჰყავს.

პრეზიდენტ ბუშის ბრძანების თანახმად რეზერვისტთა რაოდენობა ოცდახუთი ათას კაცამდე უნდა იყოს შეზღუდული ყოველ გაწვევაზე.

პარალელურად ერაყში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ბაღდადში საგრძნობლად იკლო ძალადობამ.

თუმცა დღეს რამდენიმე ტერორისტულ აქტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის მოსულში კამიკაძე -ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა რვა პოლიციელი.

XS
SM
MD
LG