ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის მტკიცებით ამერიკის შეერთებული შტატების და ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბაღდადში უსაფრთხოების დამყარების საქმეში.


თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს განცხადება სწორედ მაშინ გამოქვეყნდა როდესაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებამ ერაყში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, ამერიკელთა სარდლობა ბაღდადში კი პარტიზანთა გახშირებული თავდასხმების შესახებ იტყობინება.

ბაღდადში ამერიკის სამხედრო ბაზაზე პოლკოვნიკმა მაიქლ ბიიჩმა პარასკევს ძალზე ოპტიმისტური განცხადება გააკეთა ერაყის დედაქალაქის რაშიდის უბანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაში შედის. ამ უბანში მილიონ რვაასი ათასი ერაყელი ცხოვრობს. ის ასევე კამყოფილია დურას გარეუბანში შექმნილი სიტაციით.

პოლკოვნიკ ბიჩის განცხადებით:” მე ყოველდღე დავდივარ დურას ქუჩებში და ვხედავ რომ სულ უფრო მატულობს ახლად გახსნილი მაღაზიების რიცხვი. დურას ბაზარში კი სულ უფრო მეტი ხალხი ვაჭრობს. ქუჩაში ხალხთან ურთიერთობა მე უფრო მეტი იმედის საფუძველს მაძლევს.”

ამერიკელი პოლკოვნიკის აზრით დურას უბანში სიტუაციის გაუმჯობესების მიზეზი ერაყის უშიშროების ძალებთან ერთად განხორციელებული ოპერაციებია რომლებიც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბაღდადში ძალადობის აღკვეთას ისახავს მიზნად.

პოლკოვნიკ ბიჩის განცხადებით მის პასუხისმგებლობაში მყოფ რაიონში ამერიკელებმა მოახერხეს პარტიზანების თარეშის აღკვეთა და ამ რაიონის გაწმენდა კრიმინალებისაგან. მისი თქმით:” ახლა მთავარია მოსახლეობის დაცვა, რაშიც ერაყის პოლიცია და უშიშრიოების ძალები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და ერაყელებმაც მეტი ნდობა უნდა გამოუცხადონ საკუთარ უშიშროების ძალებს.”

მისი თმით ამჯამად ხალხი უფრო აქტიურად თნამშრომლობს პოლიციასთნ თუმცა პარტიზანები ერაყის უშიშროების ძალებში შეღწევას ცდილობენ, რაც დიდ პრობლემებს უქმნის ხელისუფლებას.

ამერიკელი პოლკოვნიკის ოპტიმიზმის მიუხედავად ბაღდადის ქუჩებში და ერაყის სხვა რაიონებში არ წყდება ძალადობა.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ივლისში ყოველდღიურად ერაყში 110 ადამიანი კვდებოდა სხადასხვა თავდასხმების შედეგად. ამავე დროის მანძილზე ერაყში 38 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და უამრავი დაიჭრა.

ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი აცხადებს რომ ივლისში მკვეთრად გაიზარდა ერაყში საგზაო ნაღმებზე აფეთქების შემთხვევები, რამაც რეკორდულ ნიშნულს 2600 მიაღწია. ეს ერაყელი პარტიზანების ყველაზე მრისხანე იარაღია. ამერიკელი სამხედროების მონაცემებით მოკავშირეთა ძალებმა ერაყში ამგვარი ასაფეთქებელი მოწყობილობების ერთი მესამედის გაუვნებელყოფა შესძლეს.

ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით ივლესის განმავლობაში ერაყში აფეთქებული ბომბების 20 %ერაყის უშიშროების ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული 10%-მა კი

მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა. დანარჩენი აფეთქებები კოალიციური ძალების ჯარისკაცთა განადგურებას ისახავდა მიზნად.

პენტაგონის წარმომადგენელის ბრაიან ვიტმანის განცხადებით გარკვეული პრობლემების მიუხედავად ამერიკელი სამხედროები სულ უფრო ეფექტურად ებრძვიან მოწინააღმდეგის ამ იარაღს.

ერაყში გახშირებული აფეთქებები და პოლკოვნიკ ბიჩის ოპტიმისტური მოხსენება კარგად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციას. მიუხედავად იმისა რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მხოლოდ ერაყის ოთხ პროვინციაში არსებულ სირთულეებზე ლაპარაკობენ ბრუკინგსის ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი მაიქლ ოჰანლონი ამტკიცებსრომ მთლიანად ერაყში მძიმე ვითარებაა შექმნილი. მისი თმით:” ძნელია იმის მტკიცება რომ ყველაფერი კარგად მიდის ერაყში. ძალზე დიდია ალბათობა რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დაინგრავა და გამოუსწორებელი კატასტროფა მოხდება.”

მიუხედავად ამისა პოლკოვნიკი ბიჩი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და მიაჩნია რომ ერაყის პოლიციის ძალები მომავალში სიტუაციის გაკონტროლებას შესძლებენ.

XS
SM
MD
LG